|
2020-08-26 15:13:36, 4224 ნახვა
სამართალი
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულმა სამივე არასრულწლოვანმა შიმშილობა შეწყვიტა
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნების ზ.ხ.-ს, ლ.შ.-ს და ა.ქ.-ს უფლებადამცველების ინფორმაციით, სამივე არასრულწოვანმა შიმშილობა შეწყვიტა. არასრულწოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მოთხოვნები კვლავ უცვლელი რჩება. „შიმშილობას აღარ აგრძელებს. ცუდად რომ გახდა იმ დღესვე შეწყვიტა შიმშილობა. მოთხოვნები რაც ჰქონდა, არავინ არ გაითვალისწინა და არ დაუკმაყოფილა. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვეღარ გააგრძელა შიმშილობა, მოთხოვნები ჩვენ კიდევ გვაქვს, თუმცა აღარ შიმშილობს“, - განაცხადა გიორგი გელხაურმა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. შაქარაშვილის საქმეზე, საერთო ჯამში, 17 პირია დაკავებული. აქედან 6 არასრულწლოვანია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)