|
2020-08-26 12:40:31, 4203 ნახვა
სამართალი
ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამივე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია
თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. როგორც რატიანმა აღნიშნა, ჰემოდინამიკის მართვის მხრივ, სამივე პაციენტთან დადებითი დინამიკა შეინიშნება. „კლინიკურად სამივე მათგანთან იდენტური დიაგნოზი დაისვა და ეს არის პოლიტრავმის შედეგად განვითარებული ტრავმოგენერატიული შოკი, ძილიანობა, შუნთქვის უკმარისობა და ასე შემდეგ. იცით, რომ ორ პაციენტთან ჩატარდა ინტერვენციული ოპერაცია, აქედან გამომდინარე, ლიკვიდირებული იქნა პოლიტრავმის შედეგად გამოწვეული ტრავმული დაზიანება. ამ ეტაპზე, პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. უნდა აღინიშნოს, რომ დადებითი დინამიკა მიღწეულია სამივე პაციენტთან, ჰემოდინამიკის მართვის მხრივ. ტრავმის შედეგად 2 ქალბატონს დაზიანებული ჰქონდა გულ-მკერდის ღრუ, ფილტვის ქსოვილი, ამ ეტაპზე, ფილტვის ორივე ქსოვილი გაშლილია რენტგენოლოგიური კვლევით. სამივე მათგანთან შემოყვანისას იყო ღრმა კომა, რაც 15 ქულიდან ითვლებოდა 4 ქულად. ამ ეტაპზე, პაციენტებთან გამოვლინდა ნევროლოგიური სტატუსის გაუმჯობესება“, - განაცხადა ლევან რატიანმა. ცნობისთვის, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)