|
2020-08-26 11:57:06, 4213 ნახვა
სამართალი
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატები ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვენ
გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება შეიტანეს. ადვოკატების თქმით, იაკობ ბრეგვაძის მიერ ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც მართლმსაჯულების აღსრულებაში ხელის შეშლის მიზნით, დაზარალებულის მიერ არასწორი ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. „მან მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, რომ „ტოიოტა ქამრის“ ავტომობილით მოვიდა სამი პირი და თითქოს ორ პირზე ძალადობდა. ეს ინფორმაცია საგამოძიებო ექსპერიმენტისას ფაქტობრივად უარყო, შესაბამისად, თავადვე დაადასტურა არასწორად მიცემული ინფორმაცია. ასევე, მან არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, როდესაც მიუთითა საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომ მან იდენტიფიცირება მოახდინა გარკვეული პირების. საგამოძიებო ექსპერიმენტისგან მიწოდებული ინფორმაცია საჯაროდ უარყო და 3 პირის ნაცვლად უკვე 5 პირზე საუბრობს“, - განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)