|
2020-08-25 13:57:34, 5753 ნახვა
მსოფლიო
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი მკაცრად გმობს ბატონი ნავალნის მკვლელობის მცდელობას
„ევროკავშირი მკაცრად გმობს ბატონი ნავალნის მკვლელობის მცდელობას“ , - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ბორელის განცხადებით, ყველა დამნაშავე პირმა პასუხი უნდა აგოს. „ბერლინში საავადმყოფო Charité-დან ტესტების პირველადი შედეგები მიუთითებს, რომ რუსი ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი ციმბირში ყოფნის დროს მოწამლეს. ჩვენ მადლიერები ვართ ბერლინის Charité-ს პერსონალის ბატონი ნავალნის მკურნალობისთვის და მას სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ევროკავშირი მკაცრად გმობს ბატონი ნავალნის მკვლელობის მცდელობას. აუცილებელია, რომ რუსთის ხელისუფლებამ დაიწყოს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება ბატონი ნავალნის მოწამვლაზე, დაყოვნების გარეშე. რუსი ხალხი, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოება, მოითხოვს ფაქტებს ბატონი ნავალნის მოწამვლაზე. პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ“ , - განაცხადა ბორელმა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)