|
2020-08-24 19:55:09, 2121 ნახვა
სამართალი
Treveler.ge - სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რათა დადგინდეს ტრაგედიის მიზეზი
„სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რათა დადგინდეს ტრაგედიის მიზეზი“ , - ასე ეხმაურება ტურისტული კომპანია „თრეველერ ჯი“ შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში. ტურისტული სააგენტოს გაცხადებით, ისინი მზად არიან ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რასაც სააგენტო ფლობს გადაცეს გამოძიებას. „უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ ხევსურეთის გზაზე მომხდარი მძიმე ტრაგედიის გამო, განუზომელია სევდა რომელსაც ჩვენი გუნდი განვიცდით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს ამ მძიმე დროს უფალს ვევედრებით რომ გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად და გვჯერა გადარჩენილი მგზავრები მალე გამოჯანმრთელდებიან .. ჩვენი მხრიდან სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ყველა დეტალს მივაწვდით საგამოძიებო უწყებას რაც კი ხელთ გვაქვს რათა დადგინდეს ტრაგედიის მიზეზი ...“ , - ვკითხულობთ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ადგილზე დაიღუპა 17 მგზავრი, 3 კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულების მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)