|
2020-08-22 15:22:08, 1551 ნახვა
სამართალი
შსს-ში თამაზ ხომასურიძის გამოკითხვა დასრულდა
შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ის მამის, თამაზ ხომასურიძის გამოკითხვა დასრულდა. როგორც უწყებიდან გამოსვლის შემდეგ თამაზ ხომასურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი გამოკითხვაზე დაბარების მიზეზი, ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადებაა, სადაც ის ამბობს, რომ არსებობს დაჯგუფება „თეთრი ისარი“, რომელმაც გიორგი შაქარაშვილის ბიძასთან, მირიან ნიკოლაძესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა, რომლის მიხედვითაც, შაქარაშვილის ბიძას ფული აქვს აღებული. მისივე თქმით, ის ამ ეტაპზე არაფრის თქმას აღარ აპირებს და შეკითხვებს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს. შეგახსენებთ, რომ დღეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ის მამის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, რომლის შედეგადაც საცხოვრებელი ბინიდან მისი კუთვნილი მობილური, კომპიუტერი და თავდაცვის სამინისტროს საბუთი წაიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)