13:37 - 20 Aug, 2026
|
2020-08-21 17:57:00, 2518 ნახვა
მსოფლიო
ლუკაშენკო - ბელარუსში არეულობა აშშ-ს გეგმის ნაწილია, რუსეთის წინააღმდეგ გვიყენებენ
„ბელარუსში არეულობა აშშ-ს გეგმის ნაწილია, რუსეთის წინააღმდეგ გვიყენებენ“ , - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნები აშშ-ს გეგმას მიყვებიან და ბელარუსის საზღვრებთან სამხედრო ძალებს აძლიერებენ. „აშშ გეგმავს და მართავს ამ ყველაფერს, ევროპელები კი თამაშში ჰყვებიან. ისინი აკეთებენ იმას, რასაც ეტყვიან. ვარშავის მახლობლად სპეციალური ცენტრი ჩამოყალიბდა. ზუსტად ვიცით, რას აკეთებენ იქ, მათი ტანკები მზადყოფნაშია. როცა მდგომარეობა დაძაბულია და საქმეში ტანკები და თვითმფრინავები ერთვებიან, ამისთვის მიზეზი არსებობს“ , - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)