|
2020-08-21 15:29:59, 4815 ნახვა
კომენტარი
თურნავა - UNICEF-ის დასკვნა კიდევ ერთი დასტურია, რომ სწორი მიმართულებით ვახორციელებთ სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას
„იუნისეფის დასკვნა კიდევ ერთი დასტურია, რომ სწორი მიმართულებით ვახორციელებთ სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას, განსაკუთრებით პანდემიის დროს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ UNICEF_ის კვლევის შესახებ კომენტარისას განაცხადა. „ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ ჩვენმა ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა, მათ შორის მოსახლეობის, სოციალურად დაუცველთან და ბავშვების დახმარებამ გამოიღო შედეგი და მიუხედავად უდიდესი გამოწვევისა, რომლის წინაშეც დგას არამხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიო - ეს არის სიღარიბის ზრდა, ჩვენ მოვახერხეთ, რომ ამ პერიოდში პირიქით, ბავშვებთან დაკავშირებული ყველა პარამეტრი გაუმჯობესებული გვაქვს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. გაერო-ს ბავშვთა ფონდმა მოსახლეობისა და ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის დასადგენი მიკროსიმულაციის მოდელის ანგარიში წარადგინა. UNICEF-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ფულადი დახმარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სიღარიბის დაძლევას.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)