|
2020-08-21 14:56:10, 5019 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე - ოპოზიციის განცხადება, რომ ხელისუფლებას არჩევნებში დამკვირვებლების მონაწილობა არ სურს, სამარცხვინო ტყუილია
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ოპონენტების განცხადება იმის თაობაზე, რომ თითქოს ხელისუფლებას არჩევნებში უცხოელი დამკვირვებლების მონაწილეობა არ სურს, სამარცხვინო ტყუილია. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მმართველი გუნდის ერთადერთი მოტივაცია და ინტერესია, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და დააკვირდეს არჩევნებს საქართველოში. „დღეს მოვისმინეთ კიდევ ერთი სამარცხვინო ტყუილი ჩვენი ოპონენტების მხრიდან. მათ თქვეს, რომ გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლებას არჩევნებში დამკვირვებლების მონაწილობა არ სურსო. ეს თავისთავად არის სასაცილო განცხადებაა. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება და დღეს კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩვენი ერთადერთი მოტივაცია და ინტერესი არის, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და დააკვირდეს ამ არჩევნებს, ვინაიდან ამ არჩევნების ჩასატარებლად დემოკრატიული რეფორმები გავატარეთ, მხარი დავუჭირეთ ქალთა და მამაკაცთა თანაბარ მონაწილეობას პოლიტიკაში, შევცვალეთ საარჩევნო კოდექსი, გავხადეთ გარემო უფრო დემოკრატიული. დღესაც ხედავთ, რომ გვაქვს პოზიტიური საარჩევნო კამპანია. ჩვენი გუნდი არის მომავალზე ორიენტირებული და რასაკვირველია, მომავალზე ფიქრი, მომავალზე გეგმები თავისთავად უკავშირდება იმას, რომ რაც შეიძლება მეტმა ჩვენმა პარტნიორმა ნახოს, თუ როგორ დემოკრატიულად ჩავატარებთ ჩვენ ამ არჩევნებს. ეს არ არის უბრალოდ არჩევნები მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრებისთვის, ეს არის არჩევნები, სადაც საქართველო დგამს ხელშესახებ ნაბიჯებს მომავლისკენ, აძლიერებს თავის დემოკრატიას. საქართველო თავის მოქალაქეებს, პარტნიორებს, მეგობრებს დაუმტკიცებს, რომ იმსახურებს დასავლურ ოჯახში ინტეგრაციას და იმსახურებს ღირსეულ ადგილს ევროკავშირში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)