|
2020-08-20 15:39:27, 1166 ნახვა
სამართალი
შაქარაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, მოწმის ჩვენების გამოქვეყნების საკითხზე შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს, რასაც სამართლებრივი შეფასება მიეცემა
გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, გურამ ამირხანაშვილის ჩვენების გამოქვეყნების საკითხზე პროკურატურა და საგამოძიებო ორგანო ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს, რასაც სამართლებრივი შეფასება მიეცემა. მისივე თქმით, მათი მიზანია, მოწმეებმა, რომლებიც დაიკითხებიან, არ იცოდნენ გამოძიების ვერსიები. „რაც შეეხება ბოლო ჩვენების გამოქვეყნებას, ჩვენი მიზანია გამოძიების ეტაპზე იმ მოწმეებმა, რომლებიც დაიკითხებიან, არ იცოდნენ გამოძიების ვერსიები და იმ პირთა ჩვენებები, რომლებიც უკვე გამოიკითხნენ გამოძიების ეტაპზე, რაც ხელს უშლის გამოძიებას. ეს პირები შემდეგ უკვე მოდიან მომზადებული პოზიციებით, ეს ჩვენი ინტერესი იყო და ადვოკატების გაფრთხილებაც სწორედ ამას ემსახურებოდა. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენების გამოქვეყნებას, ამასთან დაკავშირებით პროკურატურა და საგამოძიებო ორგანო ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს და აღნიშნულ გარემოებას მიეცემა სამართლებრივი შეფასება, ასევე იმ პირების ქმედებებსაც, რომლებიც დგანან აღნიშნულის უკან, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა. ცნობისთვის, დღეს, მედიაში გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალები გავრცელდა, რომელშიც საუბარია, გიორგი შაქარაშვილის მეგობრის და საქმის მთავარი მოწმის, გურამ ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენებაზე.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)