|
2020-08-20 16:13:26, 1702 ნახვა
მსოფლიო
კრემლი უსურვებს ნავალნის მალე გამოჯანმრთელებას - თუ გადარჩა
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის, რომელიც ამ დროისთვის კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. აღნიშნული პესკოვის განცხადება რადიოსადგურმა „მაიაკმა“ გაავრცელა. „რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, ჩვენ ვუსურვებთ მას სწრაფად გამოჯანმრთელებას“, - განაცხადა პესკოვმა. მანვე დასძინა, რომ ვლადიმერ პუტინს არ აწვდიან სპეციალურ ინფორმაციას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. „არ არის აუცილებლობა, ძალიან ბევრი შეტყობინებაა და მონიტორინგში ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, შეინახება“, - აღნიშნა პრესმდივანმა. ცნობისთვის, ალექსეი ნავალნიმ თვითმფრინავში გონება დაკარგა, რის გამოც თვითმფრინავს ომსკში დაჯდომა მოუწია. ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ნავალნი სავარაუდოდ ჩაიში ჩაყრილი ნივთიერებით მოიწამლა, რადგან მას მხოლოდ ჩაი ჰქონდა დალეული.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)