|
2020-08-20 14:09:01, 1410 ნახვა
მსოფლიო
მთავარი ექიმის მოადგილე - მედიკოსები იბრძვიან, რომ გადაარჩინონ ალექსეი ნავალნის სიცოცხლე
ომსკის N1 საავადმყოფოს მთავარი ექიმის თანაშემწე ანტოლი კალინიჩენკო აცხადებს, რომ მედიკოსები იბრძვიან, გადაარჩინონ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიცოცხლე. „გრძელდება აქტიური მკურნალობა. ექიმები აკეთებენ ყველაფერს, რაც შესაძლებელია, ისინი ახლა რეალურად იბრძვიან, რომ გადაარჩინონ მისი სიცოცხლე“, - აცხადებს კალინიჩენკო. ჟურნალისტის შეკითხვაზე, ემუქრება თუ არა პოლიტიკოსის სიცოცხლეს საფრთხე, მთავარი ექიმის თანაშემწემ აღნიშნა, რომ სანამ პაციენტი გაეწერება კლინიკიდან, მის სიცოცხლეს საფრთხე ყოველთვის ემუქრება. კალინიჩენკომ დასძინა, რომ ჟურნალისტებთან საუბრისას არ დააკონკრეტებს დიაგნოზსა და სხვა ინფორმაციას. მკურნალობას აკონტროლებს ფედერალური და რეგიოალური ჯანდაცვის სამინისტრო. ცნობისთვის, ცნობისთვის, ალექსეი ნავალნიმ თვითმფრინავში გონება დაკარგა, რის გამოც თვითმფრინავს ომსკში დაჯდომა მოუწია. ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ნავალნი სავარაუდოდ ჩაიში ჩაყრილი ნივთიერებით მოიწამლა, რადგან მას მხოლოდ ჩაი ჰქონდა დალეული.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)