12:09 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-20 10:02:35, 1008 ნახვა

სამართალი
თეთრიწყაროს ტყესთან, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, დღეს ექსპერიმენტი ჩატარდება

თეთრიწყაროს ტყესთან, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, ოჯახი და ადვოკატი დღეს ექსპერიმენტს ჩაატარებენ.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დღევანდელი ექსპერიმენტის შესახებ საგამოძიებო უწყებისთვის ცნობილია.

„მოხდა დნმ-ის აღება. ამავდროულად ხვალ გავდივართ შემთხვევის ადგილზე, სადაც უნდა მოხდეს ექსპერიმენტის ჩატარება. ხვალ დღის განმავლობაში მივალ პროკურატურაშიც, სადაც სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნახვა მოხდება. გავეცნობით, საქმის მასალებს. შემდეგ ისევ ექსპერიმენტის ადგილს დავუბრუნდებით. იწყება საქმის მასალების ინტენსიური გაცნობა. ექსპერიმენტები ჩატარდება ძალიან ინტენსიურად და ყველაფერს მიექცევა ძალიან დიდი ყურადღება.

ახლა იწყება გამოძიება. ამ ერთი თვის განმავლობაში რა ზიანიც მიადგა გამოძიებას, და რაც დააკლდა გამოძიებას, პასუხისმგებლობაც მაგათზე იქნება, რომ ყველაფერი გამოსწორდეს და დაგვიანების შედეგად ყველაფერი აღმოიფხვრას“,  - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics