|
2020-08-18 10:09:38, 1216 ნახვა
მსოფლიო
ამერიკელი კონგრესმენები - ვგმობთ პუტინის უგუნურ წინადადებას, ლუკაშენკოს რეჟიმს სამხედრო მხარდაჭერა გაუწიოს
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელიოტ ენგელმა და კომიტეტის წევრმა „რესპუბლიკური პარტიიდან“ მაიკლ მაკკოლიმ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ბელარუსის დახმარების შესახებ გაკეთებული განცხადება დაგმეს. როგორც კონგრესმენების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ისინი მხარს უჭერენ ბელარუსი ხალხის უფლებას, მოითხოვონ უფრო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ბელარუს ხალხს, რომლებიც იყენებენ საკუთარ უფლებას, ჩაატარონ საპროტესტო აქცია და მოითხოვენ უფრო თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანას. მათი ხმა უნდა გაიგონონ. ამასთანავე, კრემლი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს კიდევ ერთი ევროპული ქვეყნის სუვერენიტეტს და თავისუფლებას. ჩვენ ვგმობთ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უგუნურ წინადადებას, ლუკაშენკოს რეჟიმს სამხედრო მხარდაჭერა გაუწიოს. მოვუწოდებთ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ისევ უარყოს მოსკოვის აგრესია და იმუშაოს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ბელარუსი ხალხის მხარდასაჭერად, და მოითხოვოს ათასობით დაკავებული მშვიდობიანი დემონსტრანტისა და პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება“, - აღნიშნულია კონგრესმენების განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბელარუსში 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დღიდან საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. მოსახლეობის გაღიზიანება მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ზედიზედ მეექვსედ გამარჯვებამ გამოიწვია, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩევლების ხმათა 80% მიიღო. აქციის მონაწილეები ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)