|
2015-09-09 16:45:14, 548 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი ავიაკვირეული გაიხსნა
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველიშვილისადმი მიძღვნილი ავიაკვირეული გაიხსნა. ღონისძიებას საქართელოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე დაესწრო. „ალექსანდრე ქართველი ერთის მხრივ ქართული ინტელექტის, მეცნიერული მიღწევების, მეორე მხრივ კი, ტრანს-ატლანტიკური თანამშრომლობის სიმბოლოა. ის ამერიკელიც არის და ქართველიც. ის არის ქართველი ემიგრანტი, რომელიც არ დანებდა ბედს და უზარმაზარ წარმატებას მიაღწია უცხოეთში. ჩვენ ავღნიშნავთ წელსაც ალექსანდრე ქართველის კვირეულს. რამდენიმე დაწესებულებას დავარქმევთ მის სახელს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ეს ადამიანი, რადგან იგი ძალიან ძვირფას მემკვიდრეობას წარმოადგენს ქართველი ერისთვის“. - განაცხადა ანა დოლიძემ. დღესვე ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოებასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმი ეროვნულ ბიბლიოთეკაში ალექსანდრე ქართველის კუთხის გახსნას და სამეცნიერო მუშაობის დაწყებას ითვალისწინებს. ავიაკვირეულის ფარგლებში დაგეგმილია ღონისძიებები, რომლებიც სხვადასხვა უწყებებში გაიმართება. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტა“-ს ტერიტორიაზე ალექსანდრე ქართველის მემორიალური დაფა და მისი სახელობის სკვერი გაიხსნება. ალექსანდრე ქართველიშვილისადმი მიძღვნილი კვირეული კი, 19 სექტემბერს ალექსეევკის სამხედრო ბაზაზე, ქართული ავიაციის დღის აღნიშვნით დაასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)