|
2020-08-12 14:35:52, 1176 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი ბელარუსთან ურთიერთობას გადახედვას აპირებს
ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საკითხებში პროგრესის გარეშე, ევროკავშირსა და ბელარუსთან ურთიერთობა შეიძლება გაუარესდეს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ევროკავშირი ავრცელებს. ევროკავშირი აკვირდება ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნავს, რომ დააკვირდება ქვეყანაში ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ქმედებებს და ბელარუსთან ურთიერთობებს გადახედავს. „ევროკავშირი მჭიდროდ აკვირდება საპრეზიდენტო არჩევნებამდე განვითარებულ მოვლენებს. ბელარუსში აქციებზე სახელმწიფომ დემონსტრატების წინააღმდეგ მიუღებელი ძალადობრივი ღონისძიებები განახორციელა, ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ძალიან ბევრი დაშავდა, ათასობით ადამიანი დააკავეს, მათ შორის ჟურნალისტებიც. ბელარუსიის მოქალაქეები უკეთესს იმსახურებენ. 2015 წლიდან პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შემდეგ ურთიერთობა ევროკავშირსა და ბელარუსს შორის გაუმჯობესდა, თუმცა ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საკითხებში პროგრესის გარეშე, ევროკავშირსა და ბელარუსთან ურთიერთობა შეიძლება გაუარესდეს. ჩვენ შევაფასებთ ბელარუსის ხელისუფლების ქმედებებს არსებული ვითარების მოსაგვარებლად. ევროკავშირი ბელარუსთან ურთიერთობებს გადახედავს. ჩვენ მოვუწოდებთ ბელარუსის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაიწყოს დიალოგი ფართო საზოგადოებასთან, რათა შემდგომი ძალადობა თავიდან აიცილონ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)