14:31 - 21 Aug, 2026
|
2020-08-10 14:20:29, 1107 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - ენზელ მკოიანის მიმართ მუქარისა და ფულის გამოძალვის მცდელობას ჰქონდა ადგილი
"ქართული ოცნების" დეპუტატის, ენზელ მკოიანის ადვოკატის განცხადებით, მკოიანის მიმართ მუქარისა და ფულის გამოძალვის მცდელობას ჰქონდა ადგილი. მისივე თქმით, ფაქტზე უკვე მიმართეს პროკურატურას, მაგრამ მათი განცხადება რატომღაც სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ განყოფილებაში აღმოჩნდა. „ბატონ ენზელ მკოიანს დაურეკეს თავის ტელეფონზე, მესენჯერის საშუალებით განხორციელდა ზარი. პიროვნება საუბრობდა რუსულ ენაზე. მოუწოდებდა მკოიანს, რომ პოლიტიკას ჩამოშორებოდა, თორემ მას წაართმევდნენ მისთვის ყველაზე ახლობელ ადამიანს. 4 დღის შემდეგ კიდევ დაუკავშირდნენ და ფულის გამოძალვაზე გადავიდნენ. უკვე მივმართეთ პროკურატურას, მაგრამ ეს განცხადება სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ განყოფილებაში აღმოჩნდა“, - განაცხადა ადვოკატმა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)