|
2020-08-08 17:13:49, 2474 ნახვა
რეგიონი
8 აგვისტოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეებმა გვირგვინებით შეამკეს
8 აგვისტოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეებმა გვირგვინებით შეამკეს ქალაქის ცენტრში მდებარე ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. მამა გიორგიმ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ომმა 400 ადამაინის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის კასპიდან სამი ადამიანი დაიღუპა - გელა თიგიშვილი და სოსო ბეჟუაშვილი ბრძოლის ველზე ხოლო კასპის დაბომბვისას რკინიგზის მეისრე მურაზ მერებაშვილი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. ხელისუფლების წარმომადგენლები ყოფილ მებრძოლებთან ერთად სოფელ აღაიანში სოსო ბეჟუაშვილის და სოფელ კოდისწყაროში გელა თიგიშვილის საფლავებს მათი ხსოვნის პივსაცემად ეწვივნენ. თითოეული ჩვენთაგანის ვალია მათ ხსოვნას გავუფრთხილდეთ და მომავალ თაობებს მათი გმირობის ეპიზოდები ყოველთვის გადავცეთ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)