|
2020-08-08 11:28:15, 2735 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი - დღეს საქართველო არ არის ღირსეული
დღეს არის დუმილის და დაფიქრების დღე, თუ დავფიქრდებით, დღეს რაც ხდება საქართველოში, სირცხვილია - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველო არ არის ღირსეული, რადგან შიდა დაპირისპირებას და ბოღმას გამოაქვს შედეგი, რაც დაღუპული გმირების დავიწყების ტოლფასია. „ჩვენ დღეს პატივს ვცემთ ჩვენს გმირებს, დღეს არის დუმილის და დაფიქრების დღე, თუ დავფიქრდებით, დღეც რაც ხდება საქართველოში, არის სირცხვილი, იმიტომ რომ ეს ადამიანები სამშობლოსთვის თუ შესწირეს თავი, ამავე დროს ღირსეული საქართველოსთვის შესწირეს თავი. დღეს საქართველო არ არის ღირსეული, შიდა დაპირისპირებას, შიდა ბოღმას და სიძულვილს ყოველდღიურად გამოაქვს შედეგი ჩვენს ახალგაზრდობაზე, ეს არის მათი არაპატივისცემა, მათი დავიწყება, იმიტომ რომ, ისინი თუ მოკვდნენ, მოკვდნენ საქართველოსთვის, სამშობლოსთვის, ერთიანობისთვის და დღეს ერთიანობას კი არ ვაშენებთ, დაპირისპირებაზე ვართ გადასული, ერთიანობის მაგივრად ვართ ჩავარდნილი სიძულვილში, რომელიც მხოლოდ მტერს ეხმარება. ჩვენ თუ გვინდა რომ ტერიტორიები და ხალხები გავაერთიანოთ - ამისი საწინდარი არის ერთობა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)