|
2020-08-06 12:02:06, 2936 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - შევდივართ ღრმა ეკონომიკურ კრიზისში
ჩვენ ყველას კარგად გვესმის, შევდივართ, ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგე განაცხადა. მისივე თქმით, დღეს არავინ არ თვლის, რომ გლობალური ეკონომიკიდან გამოსვლას ვინმე წლის ბოლომდე, ან თუნდაც მომავალ წლამდე შეძლებს. „იმედი გვქონდა, რომ ივნისის თუ არა, ივლისის თვეში ტურიზმის ნელ-ნელა გასნას დავიწყებდით და შემოსავლები გაიზრდებოა, რომლებიც ეხება უამრავ ადამიანს, რომელიც დასაქმებულია ამ სფეროში, რესტორნებში, სოფლის მეურნეობაში და ა.შ. დღეს ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი ფრენები აღვადგინეთ, ზღვაში წვეთია, თითო ოროლა ტურისტს თუ იპოვით თბილისში მოსეირნეს, ამიტომ, რა თქმა უნდა, ამასთან ერთად ის რაც ხდება გლობალურ ეკონომიკაში, არავინ არ თვლის დღეს, რომ გლობალური ეკონომიკიდან გამოსავალს ვინმე იპოვის წლის ბოლომდე ან თუნდაც, მომავალი წლისთვის. ამიტომ, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, შევდივართ, გრძელვადიან, ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, ამიტომ მთავრობის პასუხიმსგებლობაა, პირველ რიგში დაეხმაროს მოქალაქეებს, იმისთვის, რომ სოციალურად შევინარჩინოთ ის მინიმუმი, რომელსაც ეს ოჯახები შეჩვეულნი არიან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)