|
2020-08-05 12:16:38, 2765 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - არ შემიძლია სიხარულით არ აღვნიშნო, ქუჩებში უკვე გამოჩნდნენ პირველი უცხოელი ტურისტები
არ შემიძლია სიხარულით არ აღვნიშნო, რომ ქუჩებში უკვე გამოჩნდნენ პირველი უცხოელი ტურისტები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისივე თქმით, რეისებზე, რომლებიც საქართველოში მოფრინავს, ¾ უცხოელი ტურისტები არიან. "თქვენ უკვე იცით, რომ ჩვენ აგვისტოში რეგულარული ფრენები ნაწილობრივ გავხსენით. დაფრინავს „ლუფთანზა“, „ეარფრანსის“ პირველი რეისი 9 აგვისტოს ჩამოფრინდება და დღეს გამოფრინდება და ხვალ ჩვენთან იქნება პირველი რეისი “ეარბალტიკის“, რიგა-თბილისი-რიგა. გარდა ამისა, „აირზენა“ ასრულებს კომერციულ ჩარტერებს, 16-მდე კომერციული ჩარტერი არის დაგეგმილი თვის განმავლობაში. შიძლება ითქვას, რომ უდიდესი უმრავლესობა, მგზავრების ¾ უცხოელი ტურისტები არიან, საერთაშორისო ვიზიტორები. აქედან გამომდინარე ქუჩებში უკვე შევძლებთ კვლავ მონატრებული უცხოელი ტურისტები დავინახოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტატისტიკაა, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეებიც მოფრინავენ და სარგებლობენ ამ რეისებით, მაგრამ ძირითადად ვიზიტორები, ვისაც სურთ, რომ ესტუმრონ საქართველოს, იმიტომ, რომ საქართველო მიმზიდველობასთან ერთად არის უსაფრთხო ქვეყანა,“- განაცხადა ნათია თურნავამ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)