21:23 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-04 17:38:44, 3065 ნახვა

კომენტარი
ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტები ცდილობენ ბაჩალიაშვილის ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებას

„ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ ბაჩალიაშვილის ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებას", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა", მისი სატელიტი პარტიები და პარტიული ტელევიზიები უმძიმეს „მორალურ" ქმედებებს ჩადიან.

„ნაციონალური მოძრაობა", მისი სატელიტი პარტიები და პარტიული ტელევიზიები უმძიმეს „მორალურ" ქმედებებს სჩადიან   და საზოგადოების თვალში ცდილობენ, რომ საზოგადოებას რაიმე შინაარსობრივ დღის წესრიგზე კი არ ესაუბრონ არამედ,  ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებაზე  ესაუბრონ. ეს ჩვენთვის არახალია. ეს არის დღის წესრიგი, რაც ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ გაკოტრებულ ჯგუფებს არაფერი აქვთ საზოგადოებასთან სალაპარაკო. ისინი იყენებენ   ოჯახის ტრაგედიებს, ახდენენ მანიპულაციას, ახდენენ ფაქტების დამახინჯებას და ამით, „ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ საკუთარი პარტიული ტელევიზიებით საზოგადოების თვალში კითხვის ნიშნები დასვან გამოძიებასთან მიმართებაში", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics