|
2015-09-07 19:18:47, 487 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჩეხეთის დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ ჩეხეთის დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციის შემადგენლობაში ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დავიდ ქადნერი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტომაშ კუხტა, საკანონმდებლო ორგანოს სხვა წევრები და დიპლომატები არიან. „საინტერესო შეხვედრა გვქონდა ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელობასთან და ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. გარდა ამისა, განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები“,- განაცახდა ბესიკ ლოლაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე საინტერესო უწოდა ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ. „ბევრი საკითხი განვიხილეთ, რომელიც ორივე მხარისთვის ძალიან საინტერესოა. საქართველოს თავდაცვის უწყებაში თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე კონკრეტული საკითხზეც ვიმსჯელეთ, ასევე ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებსა და მიმართულებებზე, რომელშიც საქართველო ჩეხეთის მხარის დახმარებას საჭიროებს“,- აღნიშნა დავიდ ქადნერმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)