|
2020-08-03 14:21:21, 2950 ნახვა
კომენტარი
„დინამო“ სულაბერიძის საქმეზე - კრიმინალური თავდასხმა „დინამო თბილისის” წილების თაობაზე მიმდინარე დავასთან არაა დაკავშირებული
საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც ლერი სულაბერიძეზე მომხდარ თავდასხმაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და ინფრომაციას არასწორს უწოდებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ლერი სულაბერიძეზე კრიმინალური თავდასხმა დაკავშირებული არაა „დინამო თბილისის” წილების თაობაზე მიმდინარე დავასთან. „რამოდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა რამოდენიმე დღის წინ წყნეთის გზაზე მომხდარი კრიმინალური თავდასხმა დაკავშირებულია საფეხბურთო კლუბ „დინამო“ თბილისის წილების თაობაზე მიმდინარე დავასთან. ასევე გავრცელდა არასწორი ინფორომაცია თითქოსდა საფეხბურთო კლუბი „დინამო“ თბილისი ჩართულია სასამართლო დავაში, რაც ორი ინსტანციის სასამართლოში დასრულდა საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს წინააღმდეგ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საფეხბურთო კლუბ „დინამო“ თბილისის წილებთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს რაიმე სახის სამართლებრივი ან კომერციული დავა არც საქართველოში და არც რომელიმე სხვა ქვეყნის იურისდიქციაში. ამის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ამასთან, საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი არ არის ჩართული რაიმე სახის სასამართლო დავაში, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს წილების გადანაწილებას ან კლუბის მიმართ რაიმე უფლებების განხორციელებას. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია თითქოსდა საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი ან მისი პარტნიორები ჩართული არიან სასამართლო დავაში, რომელიც ორი ინსტანციის სასამართლოში დასრულდა, არ შეესაბამება სინამდვილეს”, - ვკითხულობთ განცხადებაში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)