|
2020-07-31 13:09:53, 4767 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრად ნინო ნიჟარაძე დაინიშნა
დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომის დასაწყისში თორნიკე რიჟვაძემ გააჟღერა მნიშვნელოვანი ცვლილება, კერძოდ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ნინო ნიჟარაძე უხელმძღვანელებს. ყოფილი მინისტრი ზაალ მიქელაძე კი დღეიდან ოფიციალურად ჩაერთვება საარჩევნო კამპანიაში. ,,აჭარის ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა წარადგინა ოთხი წლის შემაჯამებელი ანგარიში. მინდა მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები ვუსურვო ძალიან დიდ გამოწვევაში. დარწმუნებული ვარ რომ მაღალი ნდობით შეძლებს გახდეს ქობულეთის მაჟორიტარი. ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ქალბატონი ნინო ნიჟარაძე, მინისტრის პირველი მოადგილე, რომელმაც განსაკუთრებით გამოიჩინა თავი კოვიდ-19 თან ბრძოლის პერიოდში. არის გამორჩეული პროფესიონალი, გამორჩეული ეპიდოლოგი. დარწმუნებული ვარ რომ ის იქნება მნიშვნელოვანი შენაძენი ჩვენი გუნდისთვის. ორმაგად მისასალმებელია, რომ ქალბატონების რიცხვი იზრდება მთავრობის შემადგენლობაში“ - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. სხდომაზე წარადგინეს ბიუჯეტის ორი კვარტლის ანგარიში. პოსტკრიზისული პერიოდი აისახა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზეც, თუმცა მიუხედავად ამისა არცერთი მუნიციპალური პროექტი არ გაჩერებულა. ბათუმის ბიუჯეტი კი კაპიტალური ტრანფერის ფარგლებში 10 მილიონი ლარით შეივსება. მთავრობის მხრიდან ბიზნესის, მოქალაქეების, მეწარმეების ხელშეწყობის ფარგლებში განიხილეს ე.წ ხოფას ბაზრობის მოიჯარეების საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლების საკითხი. პანდემიის საწყის პერიოდში მოიჯარეები, პირველ ეტაპზე, საიჯარო გადასახადისგან 3 თვით გათავისუფლდნენ. აჭარის მთავრობის მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, მოიჯარეები დამატებით 5 თვით ძირითადი საიჯარო ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან. სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომისიური წესით დაასრულა შესწავლა და შეირჩა 18 ფერმერი, რომელთაც 1 მლნ ლარის მოცულობის პროექტები დაუფინანსდებათ. პროგრამა ითვალისწინებდა, როგორც არსებული ბიზნესის გაფართოება - მოდერნიზებას, ასევე ახალი ბიზნესის („start-up“) დასაწყებად ბენეფიციარებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)