|
2020-07-31 12:28:07, 3511 ნახვა
კომენტარი
მაია ცქიტიშვილი გიორგი რურუას განაჩენში რაიმე სახის პოლიტიკურ სარჩულს ვერ ხედავს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გიორგი რურუას განაჩენში რაიმე სახის პოლიტიკურ სარჩულს ვერ ხედავს. ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ რურუას საქმესთან დაკავშირებით რაიმე სახის პოლიტიზირებულ გადაწყვეტილებას გამორიცხავს. „ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ მართლმსაჯულების სისტემა მუშაობს გამართულად. შესაბამისად, გვქონდა საშუალება გამჭვირვალედ გვენახა მთელი ამ პროცესის განმავლობაში მართლმსაჯულების პროცესი. სასამართლომ მიიღო განაჩენი, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ბატონ რურუას აქვს მისჯილი შესაბამისი ვადა სასამართლოს მიერ. არავითარ პოლიტიკურ სარჩულს ამაში რა თქმა უნდა, მე ვერ ვხედავ და სრულიად გამოვრიცხავ რაიმე სახის პოლიტიზირებული გადაწყვეტილების მიღებას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)