10:24 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-30 21:37:13, 5058 ნახვა

მსოფლიო
მინსკში სვეტლანა ტიხანოვსკაიას მხარდამჭერ აქციაზე 35 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა - Live

ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის სვეტლანა ტიხანოვსკაიას მხარდამჭერ აქციაზე 35 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა. - ამის შესახებ უფლებადაცვითი ორგანიზაცია "ვესნა" იუწყება. 

ერთიანი ოპოზიციის კანდიდატის მხარდამჭერი მიტინგი ხელისუფლების მიერ სანქცირებული იყო და მინსკის ცენტრში გაიმართა. გამოცემა  nn.by-ს ცნობით, ტიხანოვსკაიამ აქამდე მინსკში გამართული ოპოზიციური მიტინგების რეკორდი მოხსნა. 
წინასაარჩევნო პერიოდში ბელარუსის ცესკომ უარი უთხრა საპრეზიდენტო კანდიდატებად დარეგისტრირებაზე ოპოზიციონერებს ვალერი ცეპკალოს, ვიქტორ ბაბარიკოს და სერგეი ტიხანოვსკის. ბაბარიკო და ტიხანოვსკი დაპატიმრებულები არიან. ვიქტორ ბაბარიკო - ფინანსური დანაშაულებების ბრალდებით, ხოლო სერეგი ტიხანოვსკი - საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის.
ტიხანოვსკაია პრეზიდენტობის კანდიდატი მას შემდეგ გახდა, რაც დააპატიმრეს მისი მეუღლე, ბიზნესმენი და პოპულარული ბლოგერი სერგეი ტიხანოვსკი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას  აპირებდა.

საპროტესტო აქცია ახლაც მიმდინარეობს









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics