|
2020-07-30 01:36:40, 4661 ნახვა
მსოფლიო
ბელარუსში პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი დააპატიმრეს
ბელარუსში პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი დააპატიმრეს. ინფორმაცია ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ვალერი ცეპკალოს პრესსამსახურებზე დაყრდნობით გაავრცელა Дожд-მა. დაპატიმრების შესახებ Telegram-ში დაწერა თავად ვიტალი შკლიაროვმაც. არსებული ინფორმაციით, შკლიაროვი ბლოგერ სერგეი ტიხანოვსკიზე მუშაობაში დაადანაშაულეს, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ქმარია. სახელმწიფო მედიის ცნობით, შკლიაროვს კონკურენტების შტაბებში თავისი აგენტები ჰყავს. თავად სერგეი ტიხანოვსკი მილიციელების მიმართ ძალადობისთვის დააკავეს. ის თავად აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ დაკავების შემდეგ კანდიდატურა მისმა ცოლმა წარადგინა. შკლიაროვი ანგელა მერკელის, ბერნი სანდერსის და ბარაკ ობამას კამპანიებში მუშაობდა. 2018 წელს, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში კი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანიას წარმართავდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)