22:22 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-29 14:44:39, 4174 ნახვა

კომენტარი
სალომე სამადაშვილი - შეუძლებელია სასამართლომ გიორგი რურუას საწინააღმდეგო განაჩენი მიიღოს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, შეუძლებელია, რომ სასამართლომ გიორგი რურუას საწინააღმდეგო განაჩენი მიიღოს.

მისი თქმით, სასამართლოზე წნეხის მოხსნა დღეს „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედის.

„იმ ფონზე, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყოველდღიურ რეჟიმში მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ გაათავისუფლონ სასამართლო პოლიტიკური წნეხისგან და არ გამოიყენოს მართლმსაჯულების სისტემამ პოლიტიკური მიზნებისთვის, ვფიქრობ, რომ დღეს „ქართული ოცნების“ ინტერესებში იქნება, მოხსნას წნეხი სასამართლოზე. დამოუკიდებელ რეჟიმში დარწმუნებული ვარ, რომ შეუძლებელია სასამართლომ მიიღოს გიორგი რურუას საწინააღმდეგო განაჩენი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსნებთ, რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას პროცესი მიმდინარეობს. შესაძლოა, მოსამართლემ საბოლოო განაჩენი დღეს გამოაცხადოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics