|
2020-07-28 17:09:13, 3381 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი - ოპოზიციის ბანაკში ატეხილი ჟივილ-ხივილი გაუგებარია
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკის განცხადებით, მაიკ პომპეოსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის გამართულმა სატელეფონო საუბარმა, ოპოზიციის ბანაკში ჟივილ-ხივილი გამოიწვია. გია ვოლსკი საზოგადოებას მოუწოდებს არ შევიდეს შეცდომაში და გაითვალისწინოს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მოკავშირეა. „საუბარი იყო საქმიანი. განხილული საკითხები ჩვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია და მხოლოდ არჩევნებს არ ეხება. გაუგებარია, ოპოზიციის ბანაკში ატეხილი ჟივილ-ხივილი იმის თაობაზე, თუ სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ამერიკას აინტერესებს, საქართველოში არჩევნები დემოკრატიული, გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტით ჩატარდეს. რასაკვირველია, ჩვენ გვაინტერესებს, რომ ასე მოხდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს სურვილი არ აქვთ ჩვენს ოპონენტებს, პირიქით, ცდილობენ, ისეთი გარემო შექმნან, როდესაც ნებისმიერ თემაზე ამერიკის კეთილ სურვილებს დაუკავშირებენ ორ ქვეყანას შორის რაღაც გაუგებრობას, რომელიც პრაქტიკულად არ არსებობს. საზოგადოებას მოვუწოდებ, შეცდომაში არ შევიდეს, ამერიკა ჩვენი მოკავშირეა. საკმაოდ დიდი და მაღალია ინტენსივობა, ქვეყნებს შორის ურთიერთობა ყველა სფეროში და ეს შენარჩუნებული იქნება. ჩვენი, საქართველო-ამერიკის ინტერესი ერთიანია, რომ ჩატარდეს მაღალი სტანდარტის არჩევნები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)