|
2020-07-28 11:44:13, 6338 ნახვა
მსოფლიო
„ბლუმბერგი“ - ევროკავშირმა, შესაძლოა, უსაფრთხო ქვეყნების სია კიდევ შეამციროს და საზღვრები 2 კვირით დაკეტოს
კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ევროკავშირი სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში საზღვრებს ჩაკეტავს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ევროკავშირმა, შესაძლოა, უსაფრთხო ქვეყნების სია შეამციროს და იქიდან ალჟირი და მაროკო ამოიღოს. როგორც Bloomberg-ი წერს, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატები ოთხშაბათს, დაგეგმილ შეხვედრაზე მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი აპირებს, წევრ სახელმწიფოებში შესვლა აუკრძალოს კანადის, ჩინეთის, იაპონიის და სამხრეთ კორეის მოქალაქეებს. ეს სახელმწიფოები იმ 13 უსაფრთხო ქვეყანას შორის არიან, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩასვლა შეუძლიათ. გარდა ამისა, „მწვანე ქვეყნების“ სიაში, რომლებისთვისაც ევროკავშირმა საზღვრები პირველ ეტაპზე გახსნა, შედიან: საქართველო, ავსტრალია, ახალი ზელანდია, რუანდა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი, კანადა, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)