09:40 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-27 22:41:09, 3144 ნახვა

რეგიონი
ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ათი სოფელი დააზარალა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისა და სეტყვის შედეგად სოფლები: ტანძია, ძველი ქვეში, ძეძვნარიანი, კიანეთი, ფოცხვერიანი, ჭრეში, იწრია, ქვეში, ქვემო ბოლნისი და ხატისოფელი დაზარალდა.

დაზარალებულ სოფლებში ადგილზე ვითარებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.

სტიქიამ ზიანი საკარმიდამო ნათესებს მიაყენა. წაქცეულია რამდენიმე ხეც. პირველადი დათვალიერებით, საცხოვრებელი სახლები ძლიერად არ დაზიანებულა. ამ ეტაპზე დაზარალებულ სოფლებში მუშაობას აგრძელებს სპეციალური კომისია, რომელმაც მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა უნდა დაადგინოს. დაზარალებულ მოსახლეობას ზიანი მუნიციპალიტეტის დადგენილი წესის შესაბამისად აუნაზღაურდება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics