|
2015-09-04 15:50:05, 692 ნახვა
სამართალი
სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ ნოდარ ნასარიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ ნოდარ ნასარიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული. „თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, სრულად გაიზიარა ქალაქ თბილისის პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 35 წლის ალექსანდრე გიორგაძის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო ნოდარ ნასარიძე. სასამართლომ მას სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 11 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შპს „თბილქალაქპროექტის“ ადმინისტრაციულ შენობაში, ნოდარ ნასარიძემ უკანონოდ შეძენილი „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ალექსანდრე გიორგაძეს ჭრილობა მიაყენა გულმკერდის არეში, რომლის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზევე გარდაიცვალა. გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, იმავე დღეს დაკავდა ნოდარ ნასარიძე და ამოღებული იქნა ზემოთხსენებული უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი. მოგვიანებით მას წარედგინა ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 108-ე მუხლით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)