|
2020-07-18 14:40:26, 5037 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - ზაზა გახელიძის საქმეზე სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი და საერთაშორისო მხარდაჭერა ამოქმედებულია
გახელაძესთან დაკავშრებით დღეს სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა არის ამოქმედებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის საკითხი, რომელსაც სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რათა პროცესს ხელი არ შეეშალოს. „ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ გვქონდა სამწუხაროდ ასეთი შემთხვევა და ყველამ კარგად ნახა, რომ ესეც ის საკითხია, რომელსაც ზოგ შემთხვევაში სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რომ პროცესს ხელი არ შევუშალოთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ჩვენი მოქალაქე ჩვენიყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა. ყველაზე დიდი პასუხისლგებლობაა მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე და მისი სახლში დაბრუნება. ამიტომ, დღეის მდგომარეობით, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფოს ხელთ არსებობს და პირველ რიგშ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, ამოქმედებულია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)