|
2015-09-04 09:43:20, 650 ნახვა
სამართალი
შსს-მ ჰააგის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ჰააგის ინტერპოლის მიერ 2014 წლიდან ძალადობრივი ქურდობის, გამოძალვის და დამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ქურდობისთვის საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ეროვნებით ქართველი, ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული ლევან ბ. თბილისში დააკავეს. „ლევან ბ. 2012 წლის 24 ივლისს ჰოლანდიაში, ოქსმერიის მუნიციპალიტეტში, თანამზრახველებთან ერთად თავს დაესხა ჰოლანდიის მოქალაქეს, რომელსაც იარაღის მუქარითა და ძალის გამოყენებით გასტაცა პლასტიკური ბარათი, სამკაული, მობილური ტელეფონები, ანტიკვარული კედლის საათი და 1250 ევრო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ლევან ბ. გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, მიმდინარეობს წინასაექსტრადიციო პროცედურები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)