|
2020-07-16 12:59:34, 4863 ნახვა
კომენტარი
იონათამიშვილი კობერიძეზე: როდესაც ადამიანები ასეთი პიროვნული თავდასხმებით გამოირჩევიან, მათ არც არგუმენტი აქვთ და არც მომავალი პოლიტიკაში
„როდესაც ადამიანები ასეთი პიროვნული თავდასხმებით გამოირჩევიან, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არც არგუმენტი აქვთ და არც მომავალი პოლიტიკაში“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრ ლევან კობერიძესა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას შორის მომხდა დაპირისპირებას. კომიტეტის სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობდნენ. იონათამიშვილის განცხადებით, საზოგადოება თვალს ადევნებდა როგორ კონსტრუქციულად წარმართა კომიტეტმა და განსაკუთრებით მისმა თავმჯდომარემ ეს პროცესი, თუმცა ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი მთელი ამ პროცესის განმავლობაში თავდასხმას ახორციელებდა კომიტეტის თავმჯდომარეზე და თავისი რადიკალურობით უკვე კრიმინალურ და რადიკალურ ოპოზიციას უსწრებს წინ. „სასტარტო პოზიციაზე იყო საკმაოდ დიდი აზრთა სხვადასხვაობა და ამ სამუშაო პროცესში მოხდა პოზიციების მაქსიმალური დაახლოება, რაც ყველა მხარემ აღიარა და დაადასტურა. განსაკუთრებული როლი ამ პროცესში, ასევე, რასაკვირველია ჰქონდა მარეგულირებელს, მაგრამ საზოგადოებამ ასევე კარგად ნახა თუ როგორ დესტრუქციულად იქცეოდა მთელი ამ პროცესის განმავლობაში ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც თავისი რადიკალურობით უკვე კრიმინალურ და რადიკალურ ოპოზიციას უსწრებს წინ და კონსტრუქციული დიალოგის ნაცვლად მთელი ეს პროცესი ახორციელებდა თავდასხმას კომიტეტის თავმჯდომარეზე. ეტყობა მათ ძალიან არ გაუხარდათ და არ სურდათ, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ, რასაკვირველია, ლევან კობერიძეს, რომ ეს პროცესი ასე კონსტრუქციულად წარმართულიყო და რაც უფრო უახლოვდებოდა პროცესი კონსენსუს, მით უფრო გამოირჩეოდნენ პირადი თავდასხმებით კონკრეტულად კომიტეტის თავმჯდომარეზე“, - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)