13:24 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-15 16:51:46, 3103 ნახვა

ომი უკრაინაში
კახეთში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზაშვილმა განაცხადა.

მისივე  ინფორმაციით, ჩვილი თელავში ბავშვთა კლინიკაში მკურნალობდა, სადაც კორონავირუსისთვის დამახასიათებული სიმპტომების გამო, ექიმებმა მისთვის ვირუსზე ტესტის აღება გადაწყვიტეს.

ამ ეტაპზე სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და დამატებითი კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

11 ადამიანის ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გაიგზავნა და პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.

ჯერჯერობით ბავშვის ინფიცირების წყარო უცნობია. მას მკურნალობა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში უტარდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics