22:21 - 13 Aug, 2026
|
2015-09-03 10:45:00, 813 ნახვა
სამართალი
შუახევის მუნუციპალიტეტში ხე–ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა შუახევის მუნიციპალიტეტში, კანონდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, პრევენციული ღონისძიების ჩატარების შედეგად, შუახევში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქროები, მიწის არამიზნობრივი გამოყენებისა და უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორების ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს. სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ უკანონოდ მოპოვებული ხე -ტყე, ასევე დაილუქა სახერხი საამქროები. უწყების ცნობით, მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შემგდომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)