|
2020-07-11 10:05:22, 4627 ნახვა
რეგიონი
ვანში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო გიორგაძემ საქართველოში რიგით მე-80 საზოგადობრივი ცენტრი ვანში გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე და ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი. ვანის საზოგადოებრივი ცენტრი იმერეთის რეგიონში რიგით მეთვრამეტეა. ცენტრები ფუნქციონირებს საწირეში, ზედა საზანოში, გეგუთში, შორაპანში, ზეინდარში, მეორე სვირში, ღორეშაში, კიცხში, ხევში, კორბოულში, ხრეითში, დიდ ჯიხაიშში, უსახელოში, ტყიბულში, საჩხერეში, ხარაგაულსა და ჭიათურაში. საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქ ვანისა და 50-მდე სოფლის – მთისძირის, შუამთის, ყუმურის, ტობანიერის, მუქედის, ციხესულორის, ზედა ვანის, გაბიდის, სალხინოს, დიხაშხოს, სულორის, ძულუხის, ამაღლებისა და სხვათა – 32 000-მდე მოსახლეს მოემსახურება. ქალაქ ვანში ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში სწრაფად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა ვანში, თავისუფლების ქუჩაზე, სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. მაღალი ტურისტული პოტენციალის გამო ვიზიტორები ხშირად სტუმრობენ ვანის მუნიციპალიტეტს. ვანის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა კიდევ უფრო გაზრდის მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალს. ცენტრის როგორც საჯარო, ისე კერძო სერვისებით სარგებლობა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იქ ჩასულ სტუმრებსაც შეეძლებათ. ყველსათვის ხელმისაწვდომი იქნება, აგრეთვე, 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტი და სკაიპის ოთახი. ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა. ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციისა და დისტანციური სწავლების ჩატარებაა შესაძლებელი. როგორც სხვა საზოგადოებრივ ცენტრებში, ვანის ცენტრშიც განთავსებულია კერძო კომპანიების − „მაგთიკომისა“ და „ლიბერთი ბანკის“ − ფილიალები. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსით საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა მიმდინარე წელს აქტიურად მიმდინარეობს. საზოგადოებრივი ცენტრების პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)