|
2020-07-10 14:54:08, 3457 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე შაქარაშვილის საქმეზე - გამოძიებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს, ამის არც ფაქტი არსებობს და არც არგუმენტი
ერთის მხრივ, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესია, რომ ობიექტირად, თითოეულ დეტალთან ჩაყოლით გამოიძიონ საქმე და დადგინდეს სიმართლე, რა მოხდა სინამდვილში, შესაბამისი კვალიფიკაცია მიეცეს და დასასჯელი დაისაჯოს, - ამის შესახებ საპატლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში ეჭვის შეტანის არც საფუძველი, არც ფაქტი და არც არგუმენტი არ არსებობს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა ისიც, რომ ამ უდიდესი ტრაგედიით სპეკულირება და საზოგადოებისთვის ყალბი ინფორმაციის მიწოდება, რბილად რომ ითქვას, ცუდი საქციელია. „ერთი მხრივ, პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში, გამოძიებაში არ გვაქვს ეჭვის შეტანის საფუძველი, ამის არც ფაქტი არსებობს რაიმე და არც არგუმენტი არსებობს, მეორე მხრივ, პარტიული ტელევიზიების მიერ ნაწარმოებმა ეგრეთ წოდებულმა გამოძიებამ ვნახეთ, რომ არაერთხელ განიცადა კრახი; რამდენიმე, ვითომ სკანდალური ინფორმაცია გაახმოვანეს და საბოლოოდ ყველა ტყუილი აღმოჩნდა კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით და ამიტომ, ობიექტურად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უნდა ვენდოთ, გამოძიებას, თუ არ გაგვაჩნია სუბიექტური ინტერესები ამ საქმესთან დაკავშირებით. ასეთ ტრაგედიებთან დაკავშირებით მანიპულირება, სპეკულირება, ყალბი ინფორმაციების მიწოდება, ფეიკ ინფორმაციების მიწოდება თუნდაც იმ დაზღვევით, რომ ვარაუდს გამოვთქვამთ, მაგრამ ცდილობ ნახევარ საზოგადოებას დააჯერო, რომ ვარაუდის ფარგლებში რაღაც ცუდი რაღაც ხდება და თავს იზღვევ, ვითომ უდანაშაულობის პრეზუმფციას არ არღვევ - ეს არის ძალიან ცუდი რამ, ყველაზე რბილად რომ ვთქვათძ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)