|
2020-07-10 12:45:54, 4487 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი - კონგრესმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელზეც გუშინ მმართველი გუნდი ამბობდა, რომ მსგავსი პროექტი ბუნებაშიც არ არსებობს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, კონგრესმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელზეც გუშინ მმართველი გუნდი ურცხვად ამბობდა, რომ მსგავსი პროექტი ბუნებაშიც არ არსებობს. სამადაშვილი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური რეჟიმი მათი მმართველობის უკანასკნელ თვეებშიც კი ახერხებენ იმას, რომ გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენონ სტრატეგიულ ურთიერთობას აშშ-სთან. „ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური რეჟიმი მათი მმართველობის უკანასკნელ თვეებშიც კი ახერხებენ იმას, რომ გამოუსწორებელ დარტყმას აყენებენ ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობას აშშ-სთან. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მთელი დღის მანძილზე ჩვენ გვესმოდა ურცხვი ტყუილები ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისა და უმრავლესობის დეპუტატებისგან იმის თაობაზე, რომ ბუნებაშიც არ არსებობს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ფინანსურ სანქცია ჩვენი ქვეყნისთვის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი პოლიტიკური გუნდის მიერ ქვეყანაში დემოკრატიული სივრცის შეზღუდვის გამო, რეალურად გუშინ კონგრესზე ყველაზე გავლენიანმა, საბიუჯეტო კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მსგავს ფინანსურ სანქციას ითვალისწინებს“, - განაცხადა სამადაშვილმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტმა კანონპროექტი, რომელშიც საქართველოს დაფინანსების საკითხზეა საუბარი, დაამტკიცა. აღნიშნულ კანონპრექტს მხარი დაუჭირა 29 კანონმდებელმა, ხოლო 21 წინააღმდეგი იყო.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)