|
2020-07-10 10:48:14, 2982 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - საარჩევნო სიაში ვიქნები ბოლო ნომერი
საარჩევნო სიაში მე ვიქნები ბოლო ნომერი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, დღეს მთავრობას არ აქვს დრო იმსჯელოს საარჩევნო სიაზე, რადგან ძირითად ამოცანად რჩება კვლავ პანდემია. „რამოდენიმეჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დავიწყებ ბოლოდან, მე ვიქნები ბოლო ნომერი საარჩევნო სიაში. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, რომელი ნომერი ვიქნები, გულწრფელად გეუბნებით. ჩემი ძირითადი ამოცანა დღეს არის, პირველ რიგში პანდემია, ის რომ მაქსიმალურად ვაკონტროლოთ ჯანმრთელობის რისჯები, მეორე ამოცანაა, ეკონომიკური აღორძინება პოსტპანდემიურ პერიოდში და მთავარი ამოცანაა, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს თითოეულ ქართულ ოახს და მესამე ამოცანაა, ამ ორი კრიზისი პირობებში წყნარად, მშვიდად, დემოკრატიულად და ღიად ჩავატაროთ არჩევნები. როგორ ფიქრობთ, ამ სამი უდიდესი გამოწვევის პირობებში ან მე, ან რომელიმე მთავრობის წევრს აქვს დრო, რომ ვიმსჯელოთ და დისკუსიები გავმართოთ, ვინ იქნება საარჩევნო სიაში პირველი და ვინ ბოლო? კიდევ ერთხელ გეტყვით, სიაში ვინ რომელი იქნება ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, ან რომელი პარტია უფრო მეტ ხმას მიიღებს, მთავარია რომ ქვეყანა ყველამ ერთად, ოპოზიციამ, მმართველმა ძალამ, ყველამ ერთად ჩავატაროთ სანიმუშაო არჩევნები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)