|
2020-07-09 12:40:27, 4415 ნახვა
კომენტარი
დავით ზალკალიანი კონგრესის კანონპროექტში შეტანილ დამატებას კიდევ ერთ ტყუილს უწოდებს
საგარეო საქმეთა მინისტრი კონგრესის კანონპორქტში შეტანილ დამატებას, რომელიც საქართველოსთვის აშშ-ს დამხარების 15%-ით შესაძლო შემცირებას გულისხმობს, კიდევ ერთ ტყუილს უწოდებს. ზალაკალიანის განცხადებით, იყო მცდელობა რომ აღნიშნული კანონპროექტში შესულიყო, მაგრამ არ შევიდა. „ეს არის კიდევ ერთი ტყუილი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ორი დღის განმავლობაში, როდესაც ამტკიცებდნენ, რომ ეს არის უკვე კანონი, რომელიც საქართველოს დაუმტკიცეს, არც კანონპროექტია. იყო მცდელობა რომ კანონპროექტში შესულიყო, მაგრამ არ შევიდა და ის დებულებები, რომელიც თქვენ ახსენეთ არის რეპორტში. შესაბამისად, არანაირი ძალა არ აქვს. ოპონენტები ცდილობენ,, რომ ქვეყნისთვის დამაზიანებელი გარკვეული ლობისტური საქმიანობის შედეგად ქვეყნისთვის დამაზიანებელი დეფინიციები მოხვდეს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ძალიან დიდი ალბათობით ეს არ იქცევა კანონად“, - განაცხადა ზალკალიანმა. ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის დახმარების 15%-ით შესაძლო შემცირების შესახებ, რამდენიმე ცვლილება დაემატა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)