|
2020-07-09 12:24:29, 4489 ნახვა
კომენტარი
სალომე სამადაშვილი კონგრესის კანონპროექტზე - გზავნილი, ვფიქრობ, განკუთვნილია პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესის კანონპროექტში დამატებულ მოთხოვნებს საქართველოსთვის დახმარების 15%-ით შესაძლო შემცირების შესახებ. სამადაშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტში დამატებული მოთხოვნები და გზავნილი განკუთვნილია პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის. „გზავნილი ვფიქრობ არის განკუთვნილი პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მას მიუთითეს რა უნდა გაკეთდეს უახლოეს მომავალში - უნდა ჩატარდეს ქვეყანაში თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები, არჩევნებამდე უნდა მოიხსნას ყველანაირი ზეწოლა მედიასა და ოპოზიციაზე, შესაბამისად, უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმების ყველა კომპონენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვფიქრობ რომ შედეგი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლებისთვისაც იქნება ძალიან მძიმე“, - განაცხადა სამადაშვილმა. ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის დახმარების 15%-ით შესაძლო შემცირების შესახებ, რამდენიმე ცვლილება დაემატა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)