13:51 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-02 14:45:56, 420 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ევრაზიის კონტინეტს და ევრაზიულ კავშირს თუ ვინმე ვერ არჩევს, ჩემი პრობლემა არ უნდა იყოს

"ევრაზიის კონტინეტს და ევრაზიულ კავშირს თუ ვინმე ვერ არჩევს ერთმანეთისგან, მე მგონია, რომ ჩემი პრობლემა არ უნდა იყოს",-ამის შესახებ საქართველოს  საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ევრაზიის კონტინენტთან დაკავშირებით მისი გუშინდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
"ევრაზიის კონტინეტს და ევრაზიულ კავშირს თუ ვინმე ვერ არჩევს ერთმანეთისგან, მე მგონია, რომ ჩემი პრობლემა არ უნდა იყოს.იმდენი საინტერესო რამ ხდება რაც ეხება ჩვენს მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობას ჩინეთთან, მგონია რომ არაა დამატებითი ახსნა საჭირო იმისათვის, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის განვითარებას და რაოდენ მნიშვნელოვანია ეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, გიორგი კვირიკაშვილმა ევრაზიის კონტინენტთან დაკავშირებით განცხადება გუსინ საგარეო საქმეთა მინისტრად წარდგენისას გააკეთა.
"ეს იქნება პირველი პრიორიტეტი, თუმცა ბევრი საინტერესო რამ ხდება მსოფლიოში, პროდასავლური მიმართულების გარდა. ეს არის აღმოსავლეთთან ურთიერთობები, ახალი მოვლენები ევრაზიის კონტინენტზე. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ საქართველოსთვის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით, ყველა ამ საინტერესო მოვლენის მაქსიმალური ტრანსფორმაცია მოხდეს “-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics