11:44 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-02 13:53:23, 576 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრი ყოველწლიური ამბასადორიალის გახსნის ცერემონიას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური ამბასადორიალის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

ღონისძიების გახსნისას მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. ამბასადორიალის გახსნის ცერემონიას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

წელს ამბასადორიალზე მსჯელობა გაიმართება ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ასევე შეფასდება დიპლომატიური სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობა და განისაზღვრება მომდევნო წლის საქმიანობის პრიორიტეტები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics