|
2020-07-07 12:03:32, 4156 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე - აშშ-ის კონგრესმა საქართველოს პირველი სანქციები დაადო, რაც ქვეყნისთვის საშინელი განაჩენია
„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, აშშ-ის კონგრესის მიერ დაწესებული სანქციები საქართველოსთვის საშინელი განაჩენია. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აშშ-ის მხარდაჭერის დაკარგვა საქართველოსთვის ნიშნავს მუდმივ ჩახრჩობას სიღარიბის ჭაობში, დემოკრატიის განვითარების ხელყოფას და ისეთივე ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრებას საქართველოში, როგორიც რუსეთის ფედერაციაშია. „დღეს გამთენიას, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი სანქციები დაადო საქართველოს. ჩვენ „ქართული ოცნების“ მავნებლური რეჟიმის მავნებლური ქმედებებიდან გამომდინარე 15%-ით შეგვიმცირდება ამერიკის შეერთებული შტატებისგან დახმარება. ხაზს ვუსვამ, ეს აღარ არის უკვე საგანგებო განცხადება, ეს არ არის გაფრთხილება, ეს არის კონკრეტული სანქციები, რომელიც დაედო საქართველოს და მის თითოეულ მოქალაქეს. სამი მთავრი ასპექტი, რის გამოც საქართველოს სანქციები დაედო არის: პირველი - დემოკრატია, დემოკრატიის ხელყოფა, კანონის უზენაესობა, სასამართლო, არჩევნები და ა.შ. მეორე - საქართველოში გამეფებული ტოტალური კორუფცია, განსაკუთრებით ზედა ეშელონებში და მესამე - ინვესტიციების და ბიზნესის ხელშეშლა ქვეყანაში. საქართველოში აღარ შემოდის ინვესტიცია თუ ეს არ არის შეთანხმებული ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ რეჟიმთან. ეს სანქციები არის საშინელი განაჩენი ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ამიტომ, 31 ოქტომბერი არის გადამწყვეტი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სწორი მიმართულებით განვითარება. „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი ეს არის რეჟიმი, რომელმაც ფაქტობრივად განადგურების ზღვარზე მიიყვანა სახელმწიფო ინტერესები. აშშ-ის მხარდაჭერის დაკარგვა საქართველოსთვის ნიშნავს მუდმივ ჩახრჩობას სიღარიბის ჭაობში, დემოკრატიის განვითარების ხელყოფას და ისეთივე ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრებას საქართველოში, როგორიც რუსეთის ფედერაციაშია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ცნობისთვის, აშშ-ს კონგრესის რეკომენდაციით სანქციები გაიცა, რომელიც საქართველოსთვის დახმარების 15%-ით შემცირებას ითვალისწინებს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)