|
2020-06-27 12:52:48, 3646 ნახვა
კომენტარი
ზალკალიანი აშშ-ის თავდაცვის აქტზე - ეს არის მხოლოდ შესწორება და დამტკიცდება თუ არა, სხვა საკითხია
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გამოეხმაურა აშშ-ის თავდაცვის აქტის შესწორებულ ვერსიას და აღნიშნა, რომ მოცემულ შესწორებაზე პოლიტპატიმრების შესახებ საუბარი არაა. მისი თქმით, დოკუმენტში ვკითხულობთ რურუას შესახებ ინფორმაციას, მაგრამ განსხვავებულ კონტექსტში. „შესწორებებიც გულდასმით და ზუსტად რომ წაიკითხოთ, საზოგადოებამ ზუსტად უნდა იცოდეს, რაზეა საუბარი. საუბარია საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. უნდა აღინიშნოს, საუბარია გიორგი რურუაზეც და მაგრამ არა ისე, როგორც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ წარმოაჩინონ. საუბარი არის, რომ ის ინფორმაცია, რომელსაც ისინი იღებენ სხვადასხვა სამონიტორო მისიებისგან და სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისგან, პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებთან დაკავშირებით. იქ არ არის საუბარი პოლიტპატიმარზე და მე მინდა ეს ძალიან მკაფიოდ იყოს განმარტებული. ამიტომ იმის წარმოჩენა, რომ იქ რაღაც პირობითობაზეა საუბარი, ეს არის სიცრუე. ეს არის შესწორება და გავა თუ არა კიდევ სხვა საკითხია," - განაცხადა დავით ზალკალიანმა. ცნობისთვის, აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტში ცვლილებები შედის, ცვლილებები სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ჯეიმს რიშმა წარმოადგინა. ცვლილებებში ვკითხულობთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობა იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ ქვეყანა აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს. დოკუმენტში საუბარია 8 მარტის შეთანხმებაზე და იმაზე, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეშია.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)