|
2020-06-26 14:18:44, 2045 ნახვა
კომენტარი
რომან გოცირიძე - „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ისწავლეს მოდური სიტყვა - „ფეიკ ნიუსი“ და ახლა „ფეიკობენ და ფეიკობენ“
თუ დავაკვირდებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ამ ორი დღის განმავლობაში ისწავლეს მოდური სიტყვა - „ფეიკ ნიუსი“ და ახლა „ფეიკობენ და ფეიკობენ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ და აღნიშნა, ის არის „ფეიკ ბიუჯეტის“ ავტორი, რომელიც ფაქტობრივად მკვდარია. „თუ დავაკვირდებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ამ ორი დღის განმავლობაში ისწავლეს მოდური სიტყვა - „ფეიკ ნიუსი“ და ახლა „ფეიკობენ და ფეიკობენ“ ორი დღეა. ბატონო გიორგი, თქვენ ბრძანდებით ყველაზე დიდი „ფეიკ ბიუჯეტის“ ავტორი, სიცრუის ბიუჯეტი წარმოადგიინეთ გუშინწინ, რომელიც დღეს უკვე ფაქტობრივად მკვდარია, მე შეგახსენებთ თქვენს ბიუჯეტს და თქვენს პრეზენტაციებს, როდესაც ამბობდით რომ 350 თას ადამიანს პირდაპირ დაეხმარებოდით ფინანსურად და 250 ათას თვითდასაქმებულს, ანუ თქვენ 600 ათასი ადამიანისთვის პირდაპირი ფინანსური დახმარების პირობა დადეთ, მთავრდება ეს პროცესი და რას ვხედავთ, 400 ათასიანი ფეიკი გამოაცხვეთ, 400 ათასი ადამიანი დაახლოებით, დატოვებთ დახმარების გარეშე. მხოოდ 100 ათას თვითდასაქმებულს აქვს მიღებული, იმიტომ რომ გაურთულეთ და გააწამეთ ეს ადამიენები სხვადასხვა ცნობების მოთხოვნით და ასევე, ის თვითდასამქებულები, რომელბიც დღეს არიან უმუშევრად დარჩენილები, მხოლოდ მათი მესამედი იღებს დახმარებას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)