|
2020-06-26 13:52:08, 1778 ნახვა
კომენტარი
გახარია - საგამოძიებო და საპროკურორო კომპეტენციების გამიჯვნის ნაწილში საკანონმდებლო ჩარჩო თითქმის მომზადებულია
შინაგან საქმეთა სამინისტრო, შიდა უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის გაძლიერების ძირითადი, ფუნდამენტური ინსტიტუცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მიმართულებები იყოფა. ეს რეფორმა უკვე დასრულებულია თბილისის, აფხაზეთის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტებში და გრძელდება მისი შემდგომი იმპლემენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა სხვა უწყებაში. შექმნილია მართლწესრიგის ოფიცრების ინსტიტუტი. დღეს, საქართველოში არსებობს უკვე 262 მართლწესრიგის ოფიცერი, რომელიც საზოგადოებაზე ორიენტირებული, საპოლიციო სერვისების ფუნდამენტია. ეს არის პოლიცია, ადამიანური სახით. ეს არის პოლიცია, რომელიც მოქალაქეზე ზრუნავს. ეს არის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და ამასთან ერთად, ეფექტური. საგამოძიებო და საპროკურორო კომპეტენციების გამიჯვნის თვალსაზრისით უკვე ბევრი იყო გაკეთებული მოსამზადებელი სამუშაოების ნაწილში. საკანონმდებლო ჩარჩო თითქმის უკვე მომზადებულია, რომელმაც გაიარა ვენეციის კომისიის ფილტრები, რომელმაც მიიღო ეს დადებითი რეკომენდაციების სახით ამ ჩარჩოს იმპლემენტაციის შემდგომი გაგრძელების შესახებ და მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის შემუშავება. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის სისტემური, ფუნდამენტური რეფორმა, რომლის მომზადებას და განხორციელებას წინ უნდა ახლავდეს რამდენიმე ძალზედ მნიშვნელოვანი კომპონენტი და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის ჩვენი გამომძიებლების, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო კორპუსის გადამზადება, მათი კომპეტენციის ზრდა", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)